8 Mar 2011

7 Sins

ალბათ უმრავლესობას გაახსენდებოდა ამავე სახელწოდების მქონე ჰოლივუდური ფილმი ბრედ პიტის და მორგან ფრიმენის მონაწილეობით, ზოგს კი ასოციაცია ექნება იგივე სახელწოდების კომპიუტერულ თამაშთან. სამწუხაროდ მეც პირველ რიგში ფილმი მახსენდება, აქ დასაძრახი არაფერია, თუმცა მაინც მომინდა ცოდვის რაობა გამერკვია, აქ კი რაც არ უნდა ვაცადოთ ვერანაირად ვერ ავცდებით თეოლოგიურ წიაღსვლებს.
ცოდვის ხსენებისას, 10 მორწმუნედან დან 10ვე დაასახელებს 10 მცნების დარღვევას, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ბიბლიაში, კერძოდ კი სოლომონის იგავებში (6:16–24)მოხსენიებულია ადამიანის ის მოქმედებები თუ ქცევები, რომლებიც სძულს უფალს, ესენია:
1. ზვიადი თვალები
2. მატყუარა ენა
3. ხელები უდანაშაულო სისხლის დამღვრელი
4. გული – ბოროტი განზრახვების განმზრახველი
5. ფეხნი – სწრაფად მორბენალი ბოროტებიკენ
6. ცრუ მოწმე – მზაკვრობის წარმომთქმელი
7. განხეთქილების დამთესავი ძმათა შორის
მოგვიანებით პავლე მოციქულის წერილში გალატელთა მიმართ (5:19–21)ჩამთვლილია შემდეგი ცოდვები, რომელთაც პავლე ხორცის საქმეებს უწოდებს:
1. სიძვა
2. უწმიდურება და თავაშვებულება
3. კერპთმსახურება
4. მისნობა
5. მტრობა
6. ჩხუბი
7. შური
8. რისხვა
9. შუღლი
10. უთანხმოებანი
11. მწვალებლობა
12. სიძულვილი
13. მკვლელობა
14. ლოთობა
15. გაუმაძღრობა
ეს სია როგორც თავად პავლე განმარტავს, არ არის სრული, თუმცა კიდევ უფრო მოგვიანებით ევაგრიოს პონტოელმა შეამოკლა და დაიყვანა რვა მომაკვდინებელ ცოდვამდე:
1. ნაყროვანება
2. მრუშობა
3. სიძუნწე
4. სასოწარკვეთა
5. მრისხანება
6. აპათია
7. პატივმოყვარეობა
8. სიამაყე
590 წელს კვლავ შემოკლდა ეს სია ამჯერად რომის პაპი გრეგორი პირველის მიერ დაჩამოყალიბდა შემდგი სახით:
luxuria (გარყვნილება/ ვნება)
gula (ნაყროვანება)
avaritia (სიძუნწე/სიხარბე)
acedia (აპათია/სასოწარკვეთა)
ira (მრისხანება)
invidia (შური)
superbia (სიამაყე)

რაღა დაგიმალოთ და ყველაზე გასაგებად სწორედ სოლომონის იგავებში მოცემული ჩამონათვალი მესახება.