24 Sept 2013

ჩაცმულობაზე ტაძარში


თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი თემა არ არის, არ შემიძლია ჩემი აზრი არ გამოვხატო ამ თემასთან დაკავშირებით. როდესაც ქალები შედიან ტაძარში, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ქალს ეცვას კაბა და არავითარ შემთხვევაში შარვალი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მავანი სასულიერო პირისთვის, რომ 2000 წლის წინ საერთოდ არ იცნობდნენ ახლო აღმოსავლეთში ცნებას "შარვალი", საუბარი ხომ რაზე იყო? მამაკაცი უნდა მსგავსებოდა ქრისტეს, ხოლო ქალი უნდა ყოფილიყო სრულყოფილი მანდილოსნის განსახიერება. შარვალი ევროპაში და აზიაში მომთაბარე ტომების შემოჭრამდე არ იცოდნენ, შემდეგ კი პოპულარული გახდა, განსაკუთრებიტ მამაკაცებში, რადგან შარვლით განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო ცხენზე ჯირითი. ის, რომ კაბა მამაკაცის ტანსაცმლის ატრიბუტი იყო, ბოლო ბოლო ვეფხისტყაოსანშიც ჩანს: "მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა" შოტლანდიელები და ირლანდიელები, რომელთაც უბრალოდ ვერ მიწვდნენ მომთაბარე ჰუნები, გოტები და მონღოლები და გარემო პირობებიც არ იძლეოდა ცხენოსნობის განვიტარების დიდ შესაძლებლობას, ისევე დარჩნენ საკუთარ კილტებში. ჩემი აზრით, აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგებოდა ქალთა მისწრაფებას კუთვნილი ემანსიპაციისკენ, რომელიც ჯიქურად არღვევდა ათასწლოვან პატრიარქალურ წყობას. ქრისტიანულ ეკლესიაში კი ეს იყო რეაქციული სასულიერო წრის მიერ სახარების მონაკვეთის პერიფრაზი, რომლითაც მათ გზა გადაუკეტეს, შესვლა აუკრძალეს ქალებს, ვინც პატრიარქალურ წყობას ურჩობა შეჰბედა, ერთგვარი კარანტინი ურჩთა წინააღმდეგ. ყველაფერს ტავი რომ გავანებოთ, აქ უბრალოდ მიდგომაა შეცდომა, იესო ქრისტეს არასოდეს დაუნაწილებია მასთან მიმსვლელები ჩაცმულობის მიხედვით, არც პავლეს და არც პეტრეს უფიქრიათ, რომ მათ ნააზრევს მსგავს ტრივიალურ ქცევის წესამდე დაიყვანდნენ. დანარჩენი ამ ვიდეოში http://www.youtube.com/watch?v=3qqkZJ85B48