24 May 2010

ალუზია ლუციფერზე

В фантастическом рассказе Кита Лаумера один из главных героев, Люцифер, оказывается на поверку довольно славным парнем, который прибывает из ада для того, чтобы спасти наш мир. Когда главная героиня рассказа интересуется, за какой грех Люцифера сослали в ад, тот скромно молчит... И только увидев шрам на теле Люцифера, когда тот переодевался, она догадалась, что это был за грех. Какое имя он носил, когда совершал этот грех?
Ответ: Прометей.
Автор(ы): Илья Ратнер (Иерусалим, Израиль)
Источник(и): Лаумер К. Дьявол, которого не ждали.
Комментарии: Шрам был в области печени. Кит Лаумер "выдвинул" версию, что Люцифер – "несущий свет" – и был древнегреческим Прометеем, который принес людям огонь.
ბოდიშს ვუხდი ამ კითხვის პატივცემულ ავტორს, მაგრამ ძალიან მსურდა ჩემი პოსტის სწორედ ამ საინტერესო კითხვით დაწყება. სწორედ მისი კითხვის დროს აღმოვაჩინე, რომ მე არ ვყოფილვარ პირველი, ვინც აღმოაჩინა მსგავსება მითოლოგიურ პრომეთესა და ბიბლიურ სატანას შორის.
ალუზია იმდენად აშკარაა, რომ შეიძლება განსხვავება მხოლოდ სახელებში დავინახოთ.
რა თქმა უნდა არის პრინციპული სხვაობაც, თუმცა შევჯერდეთ რამდენიმე პირობაზე.
ძველბერძნულ მითოლოგიაში არ არსებობდა "სატანა", ბოროტი არსება როგორც ასეთი, უფლის მოწინააღმდეგე, არსებობდა მრავალი ღმერთი, რომელთაც ჰქონდათ როგორც კეთილი და დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. მაგალითისთვის: პოსეიდონი თუმცა იძლეოდა ზღვის ნობათს, მაგრამ შეეძლო ჩაეძირა გემი და დაეღუპა ადამიანები, ეს ღმერთების თავისუფალი არჩევანი იყო.
ბიბლიაში სხვა ვითარებაა აქ არ არის მრავალი ღმერთი. მთავარი მოქმედი გმირები სულ სამია: უფალი ღმერთი, რომელიც მრავალი სხვადასხვა სახელით (იაჰვე, ელოჰიმ) მოიხსენიება ბიბლიაში, ადამიანი და სატანა. ეს სიტყვა – ძვ. ებრაულად ნიშნავს მოწინააღმდეგეს და ჩემი აზრით სრულად გამოხატავს ამ არსების არსს, მისი სხვა სახელია ლუციფერი, თუმცა ეს ლათინური სახელწოდება ესაიას წიგნიდანაა, სადაც წინასწარმეტყველი აღწერს სატანას, როგორც დილის ვარსკვლავს, შუქის მომტანს, შესაბამისად ლათინურად პირდაპირ ითარგმნა "ლუცერნ ფერრე" ანუ შუქის მომტანი და მივიღეთ სახელი ლუციფერი, რომელიც დღევანდელი ქრისტიანისთვის არანაკლებ შიშისმომგვრელია, ვიდრე სიტყვა სატანა. პირველი ალუზია სწორედ აქ ჩნდება: პრომეთეს ხსენებაზე პირველი რაც გვახსენდება, ეს არის მის მიერ ცეცხლის მოტანა ადამიანებისთვის. თუმცა წინასწარმეტყველ ესაიას რომც არ შეედარებინა სატანა ცისკრის ვარსკვლავისთვის, ამით ალუზია არ ისპობა; პრომეთე არ იყო ღმერთი (სხვათა შორის მისი სახელი ნიშნავს წინასწარ მოფიქრალს, მჭვრეტელს), იგი იყო ერთ–ერთი უკანასკნელი ტიტანი და მითის ტანახმად სწორედ მან შექმნა ადამიანები თიხისგან(!) ამ მომენტიდან მოყოლებული იგი გამუდმებით ზრუნავს ადამიანებზე, ყველანაირად ცდილობს გამოსტყუოს ღმერთებს ის "ბენეფიტები" რაც აუცილებელია ადამიანთა საზოგადოების კეთილდღეობისთვის, უკანასკნელი წვეთი იყო ცეცხლის მოპარვა ოლიპმოს მთიდან, (მითის ზოგიერთი ვერსიის თანახმად მან გამოიგონა ბორბალიც). სწორედ ამ მოქმედებისთვის ზევსმა ის მიაჯაჭვა კლდეზე სადაც ყოველდღე არწივი უკორტნიდა მას ღვიძლს.
სატანაც დაახლოებით ასე იქცევა, თუმცა განსხვავება საკმაოდ დიდია მოტივაციაში, ბიბლიის ადამიანს არაფერი უჭირს, შესაბამისად სატანას იმ მოქმედებას როდესაც ის სთავაზობს მას გასინჯოს აკრძალული ხის ნაყოფი, სხვა არაფერია თუ არა უფლის გეგმების არევა ადამიანთან მიმართებაში.
სწორედ მას შემდეგ გამოაძევა უფალმა ადამი ედემის ბაღიდან და სწორედ ამის შემდეგ მოიპოვა გარკვეული ძალაუფლება ადმიანზე, რომელშიც უფლის სული იყო, სატანამ.
თუმცა ორივე შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საუბარია არა უბრალოდ ცეცხლზე, ან ვაშლზე.
არამედ საუბარია ინფორმაციაზე, რაღაც საკრალურზე, რაღაც წმინდაზე, რომელიც ადამიანმა იმ დროს მიიღო, როცა არ იყო ამისთვის მზად.
მე არ ვიცი რა იგულისხმება ხე ცნობადის ნაყოფში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რო ეს არ იყო უბრალო თვალის წამალი, რომლის მირების შემდეგ ადამმა თავისი სიშიშვლე დაინახა.
შემიძლია გამოთქვა ვარაუდები, მაგრამ მირჩევნია ავტორები გადავქექო.

2 comments:

  1. საინტერესოა, რომ "აკრძალული ხილის" თემა ჟღერს არა მხოლოდ ბიბლიაში ან ძველბერძნულ მითოლოგიაში. რამდენადაც მახსოვს, ზოროასტრიზმშიც არის პირველცოდვის ეპიზოდი, აქ ადამიანმა თეთრი ხარი დაკლა და მისი ხორცი შეჭამა, რითაც აჰურამაზდას მკაცრი აკრძალვა დაარღვია. ალბათ, სხვა რელიგიებშიც მოიძებნება ანალოგიები.

    ReplyDelete
  2. ცოდნის მიღება რატომღაც ყოველთვის ჭამას უკავშირდება, საინტერესოა რატომ, ჩვილი ბავშვი ახალი ნივთის შეცნობისას ყოველთვის მის შეჭმას, გემოს გასინჯვით ცდილობს, ალბათ ეგ არის ამოსავალი.

    ReplyDelete