22 May 2010

ადამის სამყარო

მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის (მორწმუნეთათვის) ბიბლიის მიხედვით პირველი გონიერი არსება და დღევანდელი გაგებით ადამიანი, ხატად თვისად შექმნა ღმერთმა და უწოდა მას ადამი, შემდგომი ისტორია ყველამ ზეპირად ვიცით, ნეკნის გამოღებით და ევას შექმნით.
ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ერთ დეტალზე: როგორ ფიქრობთ, ადამის და ევას გარდა სამყაროში ადამიანი არავინ იყო? მახსენდება ცნობილი კითხვა–ანეკდოტი, დაასახელეთ ყველაზე დიდი ბრძოლა, როდესაც დედამიწის მოსახლეობის მეოთხედი დაიღუპა, პასუხი: კაენმა მოკლა აბელი.
რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ უფალმა მხოლოდ ადამი და ევა შექმნა, ხოლო შემდეგ დაიბადა პირველი ადამიანი კაენი, შემდეგ აბელი.
ამ შემთხვევაში გასაოცარია ისტორიის შემდგომი განვითარება, უფლისგან შერისხული კაენი ირთავს ცოლს (!), ვიკითხავთ საიდან? მასაც ნეკნი გამოუღეს? მაგრამ აქვე კიდევ უფრო გასაოცარი ცნობა გვხვდება, იგი აარსებს ქალაქს (ხანოქი), ალბათ ცოტა სასაცილო წარმოსადგენია ქალაქი ორი მცხოვრებით.
ასეა თუ ისე, ეს სიუჟეტი, როგორც მისი პოპულარული ვერსია, წინააღმდეგობითაა სავსე.
მაგრამ თუ უბრალოდ დავაკვირდებით ტექსტს, საოცრებას აღმოვაჩენთ და რომ არც ისე მარტივადაა საქმე.
დაბადება 1:26 : "და თქვა ღმერთმა შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში." ნუ გასაგებია აქ ყველაფერი, მაგრამ შემდეგი სტროფი ცოტა დაგვაბნევს:
დაბადება 1:27 "და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად – ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად.
1:28 და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: "ინაყოფიერეთ და გამრავლდით, აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს.
ამრიგად ადამიანის შექმნა ამ ჯერზე ყოველგვარი თიხის და ნეკნის გარეშე, ძალზედ მარტივად ხდება. აქვე არის ღმერთის მიერ მოცემული უფლება, რომ ადამიანს საკვებად მიეღო მხოლოდ მცენარეული საკვები, ასევე ყველა ცხოველი იღებდა მხოლოდ მცენარეულ საკვებს.
ეს ყველაფერი ხდება მეექვსე დღეს, მეშვიდე დღეს უფალმა დაისვენა. ასე რომ სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შეიქმნა ადამიანი – მამაკაცად და დედაკაცად, მაგრამ არც ადამზე და ევაზე ხსენებაც არ არის.
და აი სტროფი 2:7 "და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად. ესეც არაა საკმარისი, უფალმა მას შემდეგ რაც შექმნა ცხოველები ჯერ კიდევ მეექვსე დღეს 1:26, ამჯერად მიწისგან გამოსახავს მათ 2:18,
2.22: ადამს უფალმა ნეკნიდან შეუქმნა დედაკაცი, რაც უფრო საინტერესოა, მას სახელი არ აქვს, უბრალოდ დედაკაცი.
ყოველივე ეს უფრო მეტ კითხვებს ბადებს.
ამ მოკლე ფრაზებში გაცილებით მეტი ინფორმაცია დევს ვიდრე ჩვენ გვესმის და გვგონია.
მაგრამ ერთი რამ ხდება ნათელი და უდავო: ადამი მარტო არ იყო, მის გარდა დედამიწაზე იყვნენ ადამიანები, თუმცა მათ არ ჰქონდათ უფლისგან შთაბერილი სული, როგორც ადამს, როგორც ჩანს ადამი იზოლირებული იყო მათგან, რადგან მას უფლისგან დასჭირდა თანაშემწე და მეგობარი და მიიღო კიდეც საკუთარი ნეკნიდან შექმნილი დედაკაცის სახით, თუმცა მხოლოდ ედემის ბაღიდან გაძევების შემდეგ ადამმა უწოდა მას ევა – დედა ყოველი ცოცხალისა, კაცობრიობის დედა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ადამის წარმოშობაზე:დაბადება 5:1–2 "ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: როცა ღმერთმა შექმნა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი, და აკურთხა. და უწოდა მათ სახელად ადამიმათი შექმნის დღეს."
მარტივია არა? :)
უკვე საუბარია არა ერთ ადამიანზე არამედ მრავალზე, ვითომ მრავალი ადამი იყო? რომლებიც უფლის ბაღს უვლიდნენ? იქნებ ეს ტომი იყო? რომლებიც შემგროვებლობით იყვნენ დაკავებლნი, (ადამიანის პირველი საქმიანობა სწორედ ეს იყო) პირველი ხელობაც მათ სახელთან არის ალბათ დაკავშირებული "ადამი" ძვ. ებრაულად თიხას ნიშნავს როგორც მახსოვს, შესაძლებელია სწორედ მეთუნეობა იყო მათი პირველი გამოგონება.
თითქოსდა ყველაზე მარტივი ისტორია რამდენიმე სიტყვით გართულდა.
ყველას შეგიძლიათ გადამოწმოთ. დასკვნები კი თქვენ თვითონ გამოიტანეთ.

2 comments:

  1. საინტერესო პოსტია, მაგრამ ნახე ბიბლიაში როგორ არის:
    1.27 ”შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შემქმნა ისინი”.
    საინტერესოა ერთი მონაკვეთიც: 2.5 ”ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც...და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა” - ხაზგასმა დედამიწაზე. ამის შემდეგ ღმერთი ქმნის ადამს და სვავს მის მიერ გაშენებულ ბაღში.
    ამის შემდეგნ არის ისტორია ევას, უფრო სწორედ დედაკაცის შექმნის შესახებ, რომელსაც ადამი უწოდებს ევას: ” უწოდა ადამმა ტავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა”. საინტერესოა ისიც, რომ სახელს დაარქმევს შეცოდების შემდეგ.
    მრე კაენის და აბელის საყოველთაოდ ცნობილი ისტორიაა და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ”გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით”. მერე ქალსაც შეირთავს და მოცემულია ქრონოლოგია შემდგომი თაობების.
    შენი არ იყოს დავით მეც, დავიბენი, დედამიწა სხვა იყო და ედემი სხვა? ადამი შეიძლება განსაკუთრებულია, როგორც შენ ჩათვალე შესაძლებლად? მაშინ არ იყო კაცი (ადამი) ეს რაღად არის განმარტებული? საიდან მოვიდა ედემის აღმოსავლეთით ნოდი?
    საინტერესოა სულიერ მამაების პასუხი ამ კითხვებზე? იქნ მათ ახსნან ფარდა.

    ReplyDelete
  2. მეცნიერები ამბობენ ედემი დღევანდელი სპარსეთის ყურეში იყო და ჩაიძირაო, მისი მცირე ნაწილი კი ბაჰრეინია, რომელიც მართლაც რომ სამოთხეა ყველანაირი გაგებით :)

    ReplyDelete